Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხვამლის მთაზე მტრის შემოსევის დროს დანგრეული მონასტრის აღდგენა იგეგმება

თარიღი : 18-09-2015, 00:10 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზღვის დონიდან 2002 მეტრზე მდებარე ხვამლის მთაზე მამათა მონასტრის აღდგენა იგეგმება. მონასტრის აღდგენა ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსის სტეფანეს ლოცვა კურთხევითა და მრევლის მონდომებით გადაწყდა.

ხვამლის მთა თავისი ბუნებრივი მშვენიერებითა და ისტორიით ძველთაგანვე არის ცნობილი. მტრისგან მიუვალ ხვამლის მთას თავისი დიდი საიდუმლო გააჩნია. მატიანე გადმოგვცემს: "ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხვამლის მთამ გადაარჩინოსო", რადგან აქ ინახებოდა მეფეთა საგანძური და ცხადია ამ ადგილს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნისთვის.

ხვამლის მთაზე ძველთაგანვე მდებარეობდა წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, რომლისგანაც დროთა განმავლობაში მხოლოდ პატარა ნანგრევი დარჩა. გადმოცემის თანახმად, ხვამლის მამათა მონასტერში 2 000 ბერი მოღვაწეობდა, რომლებიც მტრის შემოსევის დროს ამოუხოცავთ. მონასტრის თავს დამტყდარ განსაცდელზე ეკლესიის გარშემო დანგრეული უამრავი საცხოვრებელი სენაკი მეტყველებს. იმ დროისათვის მონასტერში განვითარებული ყოფილა მეცხოველეობა, მეფუტკრეობა და სხვა დარგები, რითაც 2 000 ბერი თავს ირჩენდა და ქვეყანასაც აწვდიდა ნობათს.

ხვამლის მთაზე მამათა მონასტრის აღდგენის საქმეში თავიანთი წვლილის შეტანის მსურველებმა უნდა დაუკავშირდნენ ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 599 14 96 21.

http://topnews.com.ge/photo/news/1442520407.jpg


ნანახია: 3281-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ახალი ამბების სააგენტო TOPNEWS.COM.GE-ს ერთ-ერთი ახალგაზრდის დედამ მადონა ორმოცაძემ განუცხადა, ოთხი ახალგაზრდა ხვამლის
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ მომხდარს ვანდალიზმი უწოდა.

ამინდი