ქუთაისში 52 წვევამდელი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ობიექტებში გადანაწილდა
თარიღი : 17-09-2015, 17:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში საშემოდგომო გაწვევა მიმდინარეობს. გაწვევის ფარგლებში 52 წვევამდელი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ობიექტებში გადანაწილდა. საშემოდგომო გაწვევა რამდენიმე დღეა დაიწყო. სულ ქუთაისიდან გეგმა-გრაფიკის მიხედვით 136 წვევამდელი უნდა გაიწვიონ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა ექვსი ეტაპისაგან შედგება. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსის ვალერი ყენიას განცხადებით, წვევამდელთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დედისერთები არიან და სავალდებულო გაწვევას არ ექვემდებარებიან, თუმცა მათივე სურვილით მზად არიან იმსახურონ ქართულ ჯარში.