Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში ხელოვნების ფესტივალი იწყება

თარიღი : 17-09-2015, 13:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის 25-27 სექტემბერს წყალტუბოში ხელოვნების ფესტივალი გაიმართება. პროექტი „სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ფესტივალის პროგრამის ფარგლებში შვეიცარიელებთან ერთად დაგეგმილია კლასიკური მუსიკის, ქორექოგრაფიის, ქარგვის, ბლოგერების ველოსიპედების შეკეთების ვორქშოპები. ასევე, წყალტუბოს მოცეკვავეთა ანსამბლების -„იალონის“, „გიჟი პეპლების“, „სიონის“ კონცერტები, შვეიცარიელი ქორექოგრქაფების - მერეტ შლეგერისა და კილიან ჰესელბექის საცეკვაო წარმოდგენა „ორთოფედია თუ ყოფნა“. გარდა ამისა, დაგეგმილია გერმანელი და ქართველი ხელოვანების- ვახო სიხარულიძის და მისი მეგობრების მიერ შექმნილი სკულპტურის ოფიციალური გახსნა; გამოფენები სამხატვრო სკოლასა და სავაჭრო ცენტრ „მერცხლის“ ტერიოტირაზე; ლიტერატურული კითხვა „ქუთაისის კუთხის“ პრეზენტაცია, სადაც ხელოვანები ლია უკლება, ქრისტინე რობაქიძე, ჩი ჩო, გივი ავალიანი, გიორგი ხასაია ისაუბრებენ ხელოვნებაზე.

ფეტივალზე „ნადურთან“ ერთად იმღერებს უკრაინული ფოლკლორული ანსამბლი „კანა ბენდი“, რუსთავის ბავშვთა გუნდი, ქართული ცეკვის ფოლკლორს წარმოადგენს ზესტაფონის მოცეკვავეთა ანსამბლი „ძმები“.

ფესტივალის ფარგლებში, 19-დან 25 სექტემბრამდე ყოველ საღამოს ქალაქის სხვადსხვა ადგილას გაიმართება კინოჩვნებები. ფესტივალის ფინანსურ მხარდამჭერს სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანმაშრომლობის ოფისი (SCO) წარმოადგენს.


ნანახია: 2552-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტი, რომელიც „სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონალური პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება, 27 სექტემბერამდე
„ვენტილაციას აქვს დახშულ კულტურულ სივრცეში ჰაერის ჟანგბადით გამდიდრების ამბიცია,“ - ამბობს პროექტის მენეჯერი გივი ავალიანი.
ფესტივალის ფარგლებში, სოფელ ჩუნეშში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 17:00 საათიდან ხალხური რეწვის გამოფენები გაიხსნება.
საფესტივალო ღონისძიებებს ქალაქის ცენტრალური მოედანი დაეთმობა 12:00-19:00 საათებში დაეთმობა.

ამინდი