Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მუზეუმს კომუნალური ხარჯების ფულიც არ გააჩნია," -ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი შველას ითხოვს

თარიღი : 17-09-2015, 01:14 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში მდებარე ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი დანგრევის საფრთხის წინაშეა.

მუზეუმი, რომელიც ნიკოლაძისეული სახლის ორ ოთახშია განთავსებული, 1951 წლის პირველ ივლისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ამ დროისათვის კი შენობის მდგომარეობა არასახარბიელოა და დროულ ჩარევას საჭიროებს.

როგორც ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში აცხადებენ, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, მუზეუმის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე კვირაში დაიწყო. სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს "რესტავრატორები და კომპანია" ახორციელებს.

" ამბობენ, რომ ახალ წლამდე უნდა დაამთავრონ სამუშაოები, რომლის ფაქტობრივი ხარჯი გაწერილია 178 ათას ლარზე. პროექტში ბევრი მნიშვნელოვანი რამ არ არის გათვალისწინებული. მათ შორის, რაც მთავარია, არ არის გათვალისწინებული ამ გარემონტებულ მთავარ შენობაში გამოფენის განთავსება ანუ რეექსპოზიცია (ნაწილობრივი, რა თქმა უნდა), რომელიც გარკვეულ (და არც ისე ცოტა) ხარჯებთან არის დაკავშირებული. მუზეუმს კი კომუნალური ხარჯების ფულიც არ გააჩნია!!! ნუთუ იმდენად დაკნინდა ჩვენი საზოგადოება, რომ ამდენი ბიზნესმენ-მეცენატი, ქვეყნის თუ "სოფლის მაშენებელთაგან" ვინმე არ აღმოჩნდება, იმ ტენდერს დაკლებული 22-23 ათასი ლარი არ გაიღოს დიდი ნიკოს მუზეუმის გამოფენის მოწყობისა და სხვა მსხვილმან-წვრილმანი დარჩენილი სამუშაოების დასასრულებლად?!," - აცხადებენ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში.


ნანახია: 2907-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნიკო ნიკოლაძის სახლ - მუზეუმში გამართულ ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის
ადგილობრივი მოსახლეობა 200-ზე მეტ საჯარო და კერძო მომსახურება სოფლიდან გაუსვლელად მიიღებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში ქართული პროზისა და მინიატურული ჟანრის დიდოსტატის ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 135
ზურაბიშვილი სამტრედიის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ამომრჩევლებს შეხვდება, რომელთაც საარჩევნო პროგრამას
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, საარჩევნო კამპანია, სამტრედიის რაიონიდან, სოფელ დიდი ჯიხაიშიდან,

ამინდი