Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სასწავლო პროცესი ვანის მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში ვერ განახლდება

თარიღი : 17-09-2015, 00:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლისთვის სრული რეაბილიტაცია უტარდება ვანის #1, სოფელ შუაგორას და ტობანიერის საბავშვო ბაღებს, ხოლო სოფელ გორაში თანამედროვე სტანდარტების დაცვით ახალი ბაღი შენდება.

რაც შეეხება სოფელ ციხესულორის, მთისძირის, ფერეთას, ზედაგორას, უხუთის და სალომინაოს, აღნიშნულ სოფლებში მდებარე საბავშო ბაღებში კოსმეტიკური რემონტის ფარგლებში კედლები და იატაკი შეიღება. გარდა ამისა, ახალი სასწავლო წლისთვის ვანში არსებულ 21-ვე საბვშვო ბაღს მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ სააღმზრდელო პროგრამისთვის საჭირო ნივთები, სათამაშოები, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები და სამზარეულოს ჭურჭელი დაურიგდა.

გარდა ამისა, 2015 წლის აპრილის თვეში სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ გაცემული მითითებების საფუძველზე საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ მოიწვია სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ტრენერები, რომლებიც საბავშვო ბაღების უფროსებს, მზარეულებს, მნეებს და ექთნებს გადაამზადებენ.

ცნობილია ისიც, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანების დაქვემდებარებაში მყოფ რამდენიმე საბავშვო ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, 2015-2016 წლის სასწავლო პროცესი ეტაპობრივად განახლდება, რისთვისაც საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია ბოდიშს უხდის აღსაზრდელთა მშობლებს.


ნანახია: 1716-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სწავლის სრულად განახლებამდე კი მორიგე ბაღების სახით, გაერთიანების 4 ფილიალი იმუშავებს.
ქუთაისში არსებულ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა.

ამინდი