Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია" იმერეთის რეგიონში 5 000 მიგრანტს დაეხმარა

თარიღი : 16-09-2015, 22:06 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
"მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ" ქუთაისში, წერეთლის #63-ში ახალი ოფისი გახსნა. ოფისისა და ორგანიზაციის პროგრამების პრეზენტიას ჟურნალისტების გარდა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ორგანიზაცია რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ჩვენ ვეხმარებით ქართველ მიგრანტებს დაბრუნებაში, რათა დაიწყონ ახალი ცხოვრება, მიიღონ ეკონომიკური და სოციალური დახმარება ახალი ბიზნესის წამოსაწყებად. სურვილის შემთხვევაში მიგრანტებს განათლების მიღების შესაძლებლობასაც ვთავაზობთ. იმერეთის რეგიონში, სადაც უკვე 12 წელია ვმუშაობთ, 5 000 ადამიანს გავუწიეთ დახმარება. ასევე, ვეხმარებით უცხოელებს, რომლებსაც შეიძლება პრობლემა შეექმნათ საქართველოში," - ამბობს "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის" მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ილიანა დერილოვა.

"მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია" 1951 წელს დაარსდა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ნუგზარ კოხრეიძის თქმით, პროგრამები, რომელსაც ისინი ახორციელებენ, უშუალოდ მიგრანტების საჭიროებებზეა მორგებული. ხოლო პროგრამაში მოსახვედრად მიგრანტებმა ორგანიზაციის ოფისს უნდა მიაკითხონ, სადაც იმ კრიტერიუმების შეფასება ხდება, რომლის გათვალისწინებით პირი პროგრამის ბენეფიციარი ხდება.


ნანახია: 2468-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისმა ადგილობრივი მედიისთვის ბრიფინგი გამართა.
ქუთაისში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ურთიერთობები და თანადგომა 2014“ ფუძნდება.

ამინდი