სპორტის მინისტრმა და იმერეთის გუბერნატორმა სოფელ სიმონეთში ფეხბურთელები დააჯილდოვეს
თარიღი : 16-09-2015, 15:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთში საფეხბურთო გუნდ ,,საბურთალოს“ ერთ–ერთი დამფუძნებლის ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნისადმი მოძღვნილი ტურნირი ჩატარდა, სადაც ერთმანეთს 8 გუნდი დაუპირისპირდა. ფინალური შეხვედრა ზედა და ქვედა სიმონეთს შორის გაიმართა.გამარჯვება ზედა სიმონეთის გუნდმა მოიპოვა და შესაბამისად გარდამავალი თასიც ჩაიბარა. გუნდის კაპიტანს თასი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გადასცეს.

გარდა ამისა, საუკეთესოები სხვა და სხვა ნომინაციებშიც გამოვლინდნენ, რომელთაც სამახსოვრო პრიზები იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და თერჯოლის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ გადასცეს. რაც შეეხება ფულად ჯილდოს, რომელის საუკეთესო ფეხბურთელს ხვდა წილად, ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ დააწესა.