ქუთაისის პარკებში ტრენაჟორები დამონტაჟდა

ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკსა და ე.წ. „ხარაზოვების“ სკვერში სპორტული ტრენაჟორები მოეწყო. აღნიშნული პროექტი ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის მიერ განხორციელდა. პროექტი საპილოტეა და ის მომავალში ქალაქის თითქმის ყველა უბანს მოიცავს. ტრენაჟორები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ სპორტსმენებთან ერთად გახსნა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსი და მოსახლეობა დაესწრო. პროექტის განხორციელებისთვის თანხა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოიყო, რაც ჯამში 50 000 ლარს მოიცავს.
„პარკებსა და გარე მოედნებზე ტრენაჟორების დამონტაჟება ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. ჯერ ჩვენ მხოლოდ ორ ადგილზე დავამონტაჟეთ, სადაც ახალგაზრდობის დიდი დაინტერესება იგრძნობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ და მომავალში მათ რიცხვს გავასამმაგებთ,“- განაცხადა შოთა მურღულიამ.
ცნობისთვის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქსესუარები თითქმის ყველა თაობის წარმომადგენელზეა გათვლილი.