Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"დამიჯერეთ ბატონო მინისტრო," - ჟურნალისტის მიმართვა შს მინისტრს

თარიღი : 16-09-2015, 12:32 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე სოციალური ქსელის საშუალებით შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს. ჟურნალისტი თავის მიმართვაში სოლიდარობას გამოხატავს ტელეკომპანია "მაესტრო"-ს იმერეთის ბიუროს ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერაძის მიმართ.

"დილა მშვიდობისა შს მინისტრო! იმედია უკვე დაწერა განცხადება თქვენს სახელზე ოზურგეთის პოლიციის უფროსმა და თუ ეს ჯერ არ გაუკეთებია, გთხოვთ დაეხმაროთ განცხადების დაწერაში. ამით თქვენ შეხვალთ ბოლო ათწლეულების მანძილზე ერთ ერთ "კაი ტიპი" მინისტრების ისტორიაში. ბატონო მინისტრო ეს შანსია დამიჯერეთ. დღეს მინისტრი ხართ ხვალ არ იქნებით. კარგი ტიპი კი მუდამ რჩება ადამიანი," - წერს ლიკლიკაძე.

ცნობისთვის, 15 სექტემბერს ინცინდენტი მოხდა გურიაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს. პრემიერის ვიზიტის გასაშუქებლად გურიაში ჩასულმა ტელეკომპანია "მაესტრო"-ს იმერეთის ბიუროს ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ ირაკლი ღარიბაშვილს გურიაში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკავებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, აღნიშნული იყო თუ არა კავშირში მთავრობის მეთაურის ვიზიტთან. კითხვა პრემიერმა უპასუხოდ დატოვა, თუმცა ჟურნალისტს კითხვის დასმის გამო პასუხი გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსმა მოსთხოვა. კერძოდ, მან ჟურნალისტი გვერდზე გაიყვანა და უთხრა, რომ მსგავსი კითხვის დასმა პრემიერისათვის არ უნდა გაებედა. გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსი იქვე, ჟურნალისტს მანქანაში ჩაკუშვნით დაემუქრა. ვითარების განმუხტვა ადგილზე მყოფმა სხვადასხვა მედიასაშუალებისა და მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენლებმა სცადეს.


ნანახია: 2486-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინცინდენტი მოხდა გურიაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს.
ქუთაისში, ჟურნალისტის სახელით უცნობ ადამიანებსა და თანამდებობის პირებს თანხას სთხოვენ.
პრემიერმა იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უნდა დაასახელოს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაიცით, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციამდე, 10:00 საათზე, ირაკლი

ამინდი