“მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე“-სემინარი ქუთაისში

17 სექტემბერს 11:30 სთ ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, გაიმართება რეგიონული სემინარების ციკლი თემაზე: “მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე“.
ღონისძიებების მიზანია საქართველოს რეგიონებში ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის პროცესის და მისგან მომდინარე შესაძლებლობების, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) და უვიზო მიმოსვლის შესახებ.
სემინარს გაუძღვებიან ევროინტეგრაციის თემაზე მომუშავე წამყვანი მოწვეული ექსპერტები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სემინარს დაესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოხელეები და რეგიონებში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სემინარის თემებია: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები და წესები, ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესაძლებლობები რეგიონებისთვის, რეფორმები სოფლის მეურნეობის სფეროში და სურსათის უვნებლობლობის საკითხები. სემინარებზე თემატურ პრეზენტაციებს გამართავენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყობა დოკუმენტური ფილმის „მოგზაურობა ევროპაში“ ჩვენება.
სემინარის შემდეგ გაიმართება თავისუფალი დისკუსია, რომლის მიზანია ობიექტური ინფორმაციის მიწოდება იმ კითხვების შესახებ, რომლებიც ხშირად ჩნდება ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“ გამართავს პროექტ „ევროკუმუნიკატორის“ პრეზენტაციას, რომელიც ევროინტეგრაციის თაობაზე გაჟღერებული მითების საპასუხოდ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.