Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პირველი მწვანე ფესტივალი Green Fest საქართველოში

თარიღი : 16-09-2015, 11:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის 19-20 სექტემბერს, რიყის პარკში, 12:00 საათიდან, "საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები’’ -ს ორგანიზებით საქართველოში პირველი მწვანე ფესტივალი "Green Fest" ტარდება.

ფესტივალის მიმდინარეობისას პანელდისკუსიები, ვორქშოფები და არაფორმალური დისკუსიები შემდეგი 4 თემის ირგვლივ იქნება წარმოდგენილი: ეკოლოგია და მდგრადი მომავალი; ურბანიზაცია, კვების ინდუსტრია და გენდერი. ფესტივალის პოლიტიკურ ნაწილში ჩაერთვებიან, როგორც გამომსვლელები მთავრობიდან, ინდივიდუალური ლექტორები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

"ფესტივალის მიზანია ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური თემების საჯარო განხილვა და მათში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა. აგრეთვე, საჯარო სივრცისთვის კრიტიკული ფუნქციის შეძენა, სადაც ყველა მსურველს ექნება საშუალება თვითგამოხატვის და სადაც პროცესი იქნება მაქსიმალურად ინკლუზიური," - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი ერეკლე მგელაძე.

ღონისძება დასრულდება ელექტრონული მუსიკით, რომელშიც მონაწილეობას ბერლინიდან ჩამოსული ჯგუფები მიიღებენ.


ნანახია: 1989-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას 5 წლიდან 17 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები მიიღებენ, 8 აპრილს ჭიათურაში, რესტორან 'გაზაფხულში'
ფესტივალი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობით/დასაქმების ხელშეწყობით და მათი რესურსების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოში
'შემოქმედ ქალთა ფესტივალი' პირველად 2015 წელს გაიმართა და მასში ორმოცდახუთი შემოქმედი ქალი მონაწილეობდა.

ამინდი