სამტრედიის სოფელ ჭაგანში სტიქიისგან თავდასაცავად არხებს წმენდენ
თარიღი : 16-09-2015, 11:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგანში სტიქიით მიყენებული ზარალის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში სოფელში წყალსადინარი არხები იწმინდება. მდინარე ცხენისწყლის შენაკადი არხი ძლიერი წვიმების დროს ადგილობრივი მოსახლეობის და მიმდებარე ქუჩების დატბორვას იწვევდა. დღეს სპეციალური ტექნიკით 2,5 კმ–იანი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ინჟმშენი“ ასრულებს. აღნიშნული მონაკვეთი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და კულაშის დასაწყისამდე გრძელდება. არხები გაწმენდასთან ერთად ფართოვდება, რაც წყლის გადინებას შეუწყობს ხელს.
,,ძლიერი წვიმების დროს წყალი კიბის მესამე საფეხურამდე ამოდიოდა. აღარაფერს ვამბობ ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვაზე. არხები წლებია არ გაწმენდილა. ეს სამუშაოები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“-ამბობს სოფელ ჭაგანში მცხოვრები ტარიელჟვანია.
სამტრედიაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღდგენითი სამუშაოებისთვის 1400 000 ლარი იხარჯება. სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს სანიაღვრე არხების და სადრენაჟე სისტემის მოწესრიგება. ასევე, სრულდება ნაპირსამაგრი სამუშაოები.