საეკლესიო რაგბის კლუბის სპონსორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გახდა
თარიღი : 15-09-2015, 23:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ სარაგბო კლუბ „ბაგრატ“-ის სპონსორი გახდა. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მიმდინარე წლის 14 სექტემბერს მოეწერა. ღონისძიება, რომელსაც საეკლესიო რაგბის კლუბის, კომპანიის თანამშრომლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ, "კრისტალი"-ს სათაო ოფისში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა რაგბის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
"იმედი გვაქვს, რომ ჩვენი წამოწყება იქნება წარმატებული და ჩვენი მხარდაჭერით და მათი პროფესიონალიზმით დიდ წარმატებას მიაღწევენ ქართულ რაგბში," - ამბობს "კრისტალი"-ს დირექტორი მალხაზ ძაძუა.
" ისტორიაში პირველად არის შემთხვევა, როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ღებულობს ვალდებულებას გარკვეული შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმაროს კლუბს. გუნდი რა თქმა უნდა ყოველთვის იბრძოლებს პირველი ადგილისათვის. ასე რომ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ," - ამბობს რაგბის კლუბ "აგრატი"-ს პრეზიდენტი დუგლას კავთელაშვილი.
2015-2016 წლის ჩემპიონატი პირველ ლიგაში სტარტს 20 სექტემბერს აიღებს, სადაც კლუბი ,,ბაგრატი“ ფოთში, ადგილობრივ კლუბს დაუპირისპირდება.