Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი ქუთაისის მერიაში და მოქალაქის შეხვედრები

თარიღი : 15-09-2015, 22:03 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარე გია გოქაძე ქუთაისში ქვეყნის ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტზე წერს. ივანიშვილი ქუთაისში მწერალ რეზო ჭეიშვილის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. გოქაძე მესხიშვილის თეატრიდან მწერლის გამოსვენებამდე განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას.

"დღეს ქუთაისში მწერალ რეზო ჭეიშვილის გასვენებაში მობრძანდა ქვეყნის მთავარი "მოქალაქე". თითქოს აქ ,უჩველო არაფერი არ უნდა ყოფილიყო, რომ არა დიდი მწერლის გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე განვითარებული მოვლენები. გასვენებიდან გამოსულმა "მოქალაქემ" თავის მანქანასთან იხმო გუბაზ სანიკიძე. ეს ის გუბაზია "სულიკოსავით" რომ დაეძებენ მოქალაქეები და ჟურნალისტებიც. "მოქალაქის" მითითების საფუძველზე, ის განთავსდა მისი მანქანის უკან მდგომი მერის მანქანაში-მერთან და გუბერნატორთან ერთად. მერი მალევე უკანვე გამოუშვა იმ კაცმა. "მოქალაქე" შებრძანდა მერიის შენობაში. ისე საინტერესოა, საშვი თუ ამოუწერეს "მოქალაქეს" მერიის მისაღებში?. რეზო ჭეიშვილი ჯერ გამოსვენებული არ ჰყავდათ და ესენი საქმეს არჩევენ გუბერნატორის ოთახში. 20 წუთში გამოვიდა გუბაზი. ძალიან მონდომებული ეწეოდა სიგარეტს და თან გამალებით ვიღაცას ურეკავდა.10 წუთში გამოჰყვა "მოქალაქე"მერიის შენობიდან, გამოსვენებას არ დაუცადა და წავიდა. გუბაზიც წავიდა," - წერს გია გოქაძე.


ნანახია: 3405-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეზო ჭეიშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრიდან გამოასვენეს.
'აქედან თითქოს რეზომ გადმოაბიჯა და დაიწყო სიარული ქალაქში'
ორ წელზე მეტია, რაც ქუთაისში არსებული უსახელო ქუჩა მწერლისა და დრამატურგის რეზო ჭეიშვილის სახელის მინიჭებას ელოდება.
მწერლისა და დრამატურგის შემოქმედების მნიშვნელობასა და როლზე საუბრობენ ჭეიშვილის მეგობრებიც.
გარდაცვლილის მეუღლე იხსენებს, რომ მწერალი, ბოლო წლების განმავლობაში, ხშირად ამბობდა, რომ ის ქუთაისის მიწას უნდა მიბარებოდა.

ამინდი