პრემიერისთვის შეკითხვის დასმის გამო ჟურნალისტს მანქანაში ჩაკუშვნით დაემუქრნენ

ინცინდენტი მოხდა გურიაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს. პრემიერის ვიზიტის გასაშუქებლად გურიაში ჩასულმა ტელეკომპანია "მაესტრო"-ს იმერეთის ბიუროს ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ ირაკლი ღარიბაშვილს გურიაში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკავებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, აღნიშნული იყო თუ არა კავშირში მთავრობის მეთაურის ვიზიტთან. კითხვა პრემიერმა უპასუხოდ დატოვა, თუმცა ჟურნალისტს კითხვის დასმის გამო პასუხი გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსმა მოსთხოვა. კერძოდ, მან ჟურნალისტი გვერდზე გაიყვანა და უთხრა, რომ მსგავსი კითხვის დასმა პრემიერისათვის არ უნდა გაებედა. გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსი იქვე, ჟურნალისტს მანქანაში ჩაკუშვნით დაემუქრა. ვითარების განმუხტვა ადგილზე მყოფმა სხვადასხვა მედიასაშუალებისა და მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენლებმა სცადეს.
ცნობისთვის, მთავრობის მეთაური ოზურგეთში დღეს სახალხო ზეიმს დაესწრო და დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობას მიესალმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გურულებს პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ისინი განსაკუთრებული მსოფლმხედველობითა და პროგრესული აზროვნებით გამოირჩევიან.