ფულის გასესხებისთვის ციხეში მოხვედრილი მოქალაქე-რეზონანსული საქმის დეტალები

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა პირი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის გარეშე, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.
რ მოხდა რეალურად და რის გამო აღმოჩნდა ციხეში უდანაშაულო პიროვნება? საქმის დეტალებზე Topnews.com.ge-ს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ესაუბრა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თ.მ.-მ პიროვნებას, სახელად ჯეიმსს ასესხა თანხა 8 000 აშშ დოლარის ოდენობით, 6 საერთო მეგობრის თანდასწრებით. ჯეიმსმა გარანტიის სახით თ.მ.-ს გადასცა ოქროს ცეპი იმ პირობით, რომ ჯეიმსის მიერ ვალის გადახდისთანავე თ.მ. დაუბრუნებდა ჯაჭვს. მოხდა ასეთი რამ: ცეპის გადაცემისთანავე ჯეიმსი პირდაპირ მიდის პოლიციაში და აკეთებს ცრუ დასმენას: გამომძიებელს ეუბნება, რომ თ.მ.-მ დანის მუქარით დააყაჩაღა და ჯაჭვი წაართვა. გამომძიებელმა მაშინვე ბრალდებულის სახით დააკავა თ.მ. გამომძიებელმა ასევე დააკავა თ.მ.-სა და ჯეიმსთან მყოფი მოწმეები, რომლებიც 12 საათის განმავლობაში აყურყუტეს განყოფილებაში, დააშინეს, დაემუქრნენ ელექტროშოკით, არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის უფლება და ხელი მოაწერინეს მათ მიერ შეთხზულ ჩვენებაზე. თან დაემუქრნენ: "თუ ამ ჩვენებას ხელს არ მოაწერთ, თქვენც გადაგიყვანთ წინასწარი დაკავების იზოლატორში, წაგიყენებთ ბრალს ყაჩაღობის ბრალდებით და არც ერთი მოსამართლე არ დაგიჯერებთ, რომ მართლები ხართ"-ო.
სასამართლოში ჯვარედინი დაკითხვის დროს ე.წ. დაზარალებულმა ჯეიმსმა (ცრუ დამსმენმა) გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალა. ჩვენება ასევე შეცვალა ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ ა.მ.-მ, რომელმაც სასამართლოშივე აღწერა თუ როგორ იძალადეს მასზე და მის მეგობრებზე გამომძიებლებმა, როგორ დაემუქრნენ და ძალით მოაწერინეს ხელი შეთხზულ ჩვენებაზე.
დაკითხვის დამთავრებისთანავე შუამდგომლობა დავაყენე, რომელიც მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა დამიკმაყოფილა და დარბაზიდანვე გაათავისუფლა ყაჩაღობაში ბრალდებული სრულიად უდანაშაულო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თ.მ. გაბრაზებული პროკურორი კი გამორბის სასამართლო დარბაზიდან და ცრუ დამსმენის ნაცვლად აკავებს სიმართლის მთქმელ მოწმე ა.ე.-ს, რომლის მიერ მიცემული სწორი ჩვენების მიხედვით უდანაშაულო ადამიანი 8 წლამდე პატიმრობას გადაურჩა.დღეს ამ პატიოსან ადამიანს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 3711 მუხლით, რაც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიმაჩნია, რომ პროკურატურის ეს ქმედება იყო გზავნილი საქმეში დასაკითხი სხვა მოწმეების მიმართ, რომ თუ ისინიც სიმართლეს იტყოდნენ, მათაც იგივე ბედი ელოდათ. ასეთი ხერხებით ცდილობენ ცალკეული პროკურორები საქმის მოგებას. ასეთი სამარცხვინო ფაქტები ხდება დღეს(აც), სამწუხაროდ!," -ამბობს ადვოკატი.