გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 4 თვეში სამ მილიონზე მეტი ჯარიმა გამოწერა
თარიღი : 30-09-2013, 14:32 | კატეგორია: პოლიტიკა

მიმდინარე წლის 14 მაისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 1 280 ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მქონე 50 ფაქტი აღრიცხა.
გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის შედეგად გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 3 054 724 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, დეპარტამენტმა ასევე, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევის 366 ფაქტი გამოავლინა. ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევების შედეგად გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 2 მილიონ 079 582 ლარი შეადგინა.
გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა აღნიშნულმა დეპარტამენტმა დღეს, თავისი არსებობის 4 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს გააცნო. დეპარტამენტი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გარდა, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების შემოწმებასაც ახორციელებს.
„შემოწმდა ხე-ტყის დამზადების 8 სპეციალური ლიცენზია. მათგან 5 საქმე შემდგომი რეაგირებისათვის საგამოძიებო ორგანოებს გადაეცათ. მზადდება მასალები 2 ლიცენზიის შემოწმების შედეგების საგამოძიებო ორგანოებში გადასაგზავნად,“ - ნათქვამია დეპარტამენტის ანგარიშში.