ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შეთავაზება მოსწავლეებს
თარიღი : 14-09-2015, 22:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ქუთაისის მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლე განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასახლეში ამ დროისათვის ჯგუფების დაკომპლექტება მიმდინარეობს. დაინტერესებულ პირებს სასურველი სექციის არჩევა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არსებული 29 სექციიდან ( 1.ქართული ლიტერატურა; 2.თანამედროვე ქართულ-სალიტერატურო ენის ნორმათა შემსწავლელი; 3.ლიტერატურის მოყვარულთა; 4.მეტყველების კულტურა; 5.მხატვრული კითხვა; 6.ფოლკლორი; 7.ჟურნალისტიკა; 8.საბავშვო ლიტერატურა; 9.შემოქმედ მოსწავლეთა; 10.გამოყენებითი ხელოვნება; 11.საქართველოს ისტორია; 12.გერმანული ენა; 13.რუსული ენა; 14.ინგლისური ენა; 15.მათემატიკა; 16.სახალისო მათემატიკა; 17.ფიზიკა; 18.ქიმია; 19.ბიოლოგია; 20.საოფისე პროგრამები; 21.ჭადრაკი; 22.ტექნიკური მოდელირება; 23.მეკლდეურობა და ტურიზმი; 24.ხატვა; 25.საბავშვო სიმღერები; 26.ქართული ხალხური ცეკვა; 27.სპორტული სამეჯლისო ცეკვა; 28.ხალხური საკრავები და 29. ჩასაბერი ინსტრუმენტის სექცია) შეუძლიათ.

სასურველ ჯგუფში მოსახვედრად მოსწავლეებმა თამარ მეფის #105-ში მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს უნდა მიაკითხონ. რეგისტრაციისთვის საჭიროა წარმოადგინოთ მოსწავლის პირადობის მოწმობის ასლი. სასახლეში სწავლება უფასოა.

ცნობისთვის, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წლის განმავლობაში დაახლოებით 650 მოსწავლე სწავლობს.