სოფელი ვანში, სადაც 26 წელი სკოლა შენობის გარეშე ფუნქციონირებდა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედავანში სკოლის ახალი შენობა გაიხსნა. დღეიდან 200 მოსწავლე თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობაში ისწავლის, რომელიც ახალი ინვენტარით არის აღჭურვილი. სკოლის მშენებლობისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1 300 000 ლარი გამოყო. დღესვე პირველკლასელებს სახელმძღვანელოები და პორტატული კომპიუტერები გადაეცათ. მანამდე 26 წელი სოფელ ზედავანის სკოლას შენობა არ ჰქონდა და სწავლის პროცესი ავარიულ შენობაში მიმდინარეობდა.
ახალ სკოლაში სწავლის დაწყება მოსწავლეებს მხარის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ და განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
დღესვე მხარისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა პედაგოგებთან გამართეს შეხვედრა, სადაც განათლების სფეროში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს.