Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წერეთლის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 1777-მა პირველკურსელმა დაიწყო

თარიღი : 14-09-2015, 14:02 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
14 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წელი 1 777 პირველკურსელითა და განახლებული ინფრასტრუქტურით დაიწყო.

სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას რექტორი გიორგი ღავთაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კახა კუპატაძე, რექტორის მოადგილეები - შალვა კირთაძე, მერაბ ირემაძე, როლანდ კოპალიანი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი - გიორგი ოკრიბელაშვილი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქალაქის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, საკრებულოს წევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ღონისძიება აწსუ-ს რექტორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა, სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ - „წელს უნივერსიტეტში 1777 სტუდენტი ჩაირიცხა პირველ კურსზე, 150 სტუდენტზე მეტი მობილობით გადმოვიდა. ველოდებით სტუდენტებს მაგიტრატურასა და დოქტორანტურაში. მიმდინარე წელს უნივერსიტეტში შეიქმნა ძვირადღირებული, თანამდეროვე სტანდარტების ლაბორატორიები,“-განაცხადა რექტორმა.

სტუდენტებს ახალი სასწავლო წელი მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებმა მიულოცეს და წარმატებული სტუდენტობა უსურვეს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატმა ტრადიციულად 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს სპეციალური სასაჩუქრე კომპლექტები გადასცა. სადაზღვევო კომპანია „არდიმ“ კი მათ პლანშეტური კომპიუტერები გადასცა.

ღონისძიების დასასრულს აწსუ-ს ფოლკლორულმა ანსამბლებმა „ადილამ“ და „კოლხამ“ სტუდენტებს ახალი სასწავლო წელი „მრავალჟამიერითა“ და ქართული ცეკვებით მიულოცეს.


ნანახია: 1634-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ცხრა სტუდენტი ჩაირიცხა.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი ხვალ იწყება. "ტოპნიუსის" ინფორმაციით,
სასწავლებლის სტუდენტებს შორის 7 სტუდენტი 100%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელია.
ახალი სასწავლო წლის გახსნის ღონისძიებაზე უნივერსიტეტმა სტუდენტებს სამახსოვრო მაისურები და ბუკლეტები გადასცა. ასევე, გაირკვა იმ
მიმდინარე წელს უნივერსიტეტში არსებულ 9 ფაკულტეტზე სულ 1 600 პირველკურსელი ჩაირიცხა.

ამინდი