ქუთაისში 2 294 პირველკლასელია რეგისტრირებული
თარიღი : 14-09-2015, 13:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

დღეს ქუთაისის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო. მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა- ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და დეპუტატებმა რამდენიმე სკოლას მიულოცეს. სახელმწიფო სკოლების მსგავსად დღეს სასწავლო პროცესი განახლდა კერძო სასწავლებლებშიც. ქუთაისში სულ 59 კერძო და სახელმწიფო სკოლაა. ხოლო 2 294 პირველკლასელია რეგისტრირებული.