იმერეთის გუბერნატორი: საქართველოს განათლებული და ძლიერი ახალგაზრდები სჭირდება

"საქართველოს განათლებული და ძლიერი ახალგაზრები სჭირდება. ჩვენი ხვალინდელი დღე ხართ და ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია," -ამგვარად მიულოცა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება იმერეთის გუბერნატორმა გივი წიჭინაძემ. მხარის პირველმა პირმა ახალგაზრდებს მთავრობის დადგენილება ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჯირების გავლის წესისა და პირობების შესახებ" გააცნო. დადგენილება რომელიც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვთმმართველობის ორგანოებში სტაჟირება გაიარონ.
მიმდინარე წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 777 პირველკურსელი ჩაირიცხა. აქედან სახელმწიფო გრანტი 142–მა სტუდენტმა მოიპოვა. მათ შორის 50 -პროცენტიანი 122–მა ახალგაზრდამ, 70 პროცენტიანი 12–მა, ხოლო 100 პროცენტიანი 8 სტუდენტმა. დღესვე წარმატებულ ახალგაზრდებს საჩუქრები გადაეცათ.