Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რატომ ვერ მიიღო ნატო ქათამაძემ თანაპარტიელების მხარდაჭერა და რა სიურპრიზს აანონსებს სამომავლოდ?

თარიღი : 14-09-2015, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ქუთაისის საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე თანაგუნდელმა ფიქრია ხაჭაპურიძემ ჩაანაცვლა. ახალი თავმჯდომარე პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს. რაც შეეხება უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, ნატო ქათამაძე ამბობს, რომ მას არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა არ დაუყენებია.

"სხვა საქმე მაქვს. ბევრ ახალ საქმეს ვგეგმავ და პარტიის თავმჯდომარეობისათვის დრო აღარ მექნებოდა. თუმცა ვრჩები პარტიისა და მისი ეროვნული კომიტეტის წევრად," - ამბობს ნატო ქათამაძე. რაც შეხება ახალ საქმეს, დეპუტატი მას არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ის სიურპრიზია.

ახალი თავმჯდომარე ფიქრია ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ "რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე მოსახვედრად მის გარდა კიდევ სამი კანდიდატი-რობიზონ წინწკალაძე, ნუგზარ კაშია და უკვე ყოფილი თავმჯდომარე ნატო ქათამაძე იბრძოდა.

"თუმცა რობიზონ წინწკალაძემ და ნუგზარ კაშიამ კანდიდატურები მოხსნეს და მხოლოდ მე და ნატო ქათამაძე დავრჩით. ეროვნული კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ კი მხარი მე დამიჭირა," - ამბობს ფიქრია ხაჭაპურიძე.


ნანახია: 2699-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციას მომავალი ერთი წლის განმავლობაში ნატო ქათამაძე უხელმძღვანელებს. ქათამაძე, რომელიც
2016 წელს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი რესპუბლიკური პარტიის წევრი ნატო
პოსტზე ნატო ქათამაძე და დავით დვალი განიხილება
Topnews.com.ge გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას თავად ნატო ქათამაძესთან შეეცადა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ნატო ქათამაძის ღია წერილს პასუხობს.

ამინდი