ქუთაისს წყალი დარიშხანით მოწამლვის საფრთხის ასაშორებლად გაუთიშეს?
თარიღი : 30-09-2013, 14:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისი და მისი შემოგარენი ორი დღის განმავლობაში სასმელი წყლის გარეშე წყლის სისტემაში დარიშხანის მოხვედრის საფრთხის გამო დარჩა.
”ტრენდის” ინფორმაციით, გამაფრთხილებელი ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა ყოფილი მეტალურგიული კომბინატის ღობე მოანგრია, სადაც ადრე დარიშხანს აწარმოებდნენ.
ნგრევის შემდეგ დარიშხანის მომწამვლელი ნარჩენები მდინარეში მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ავარია აღმოფხვრილია. ლაბორატირიული გამოკვლევა ჩაუტარდა მდინარე ცხენისწყლიდან აღებულ სინჯებს, რის შედეგადაც გაირკვა რომ დაბინძურების საფრთხე არ არსებობს.
news.ge