"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო," - თეა ჩეჩელაშვილი

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით: "მე რომ ქუთაისის მერი ვიყო".
აღნიშნულ რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს და გეგმებს გაგვაცნობენ. რუბრიკის მორიგი სტუმარი ტელეკომპანია "მეგა"-ს გადაცემა "პორტრეტი ჩარჩოს გარეშე" და რადიო "ძველი ქალაქი"-ს გადაცემა "მთელი დღი"-ს წამყვანი თეა ჩეჩელაშვილია.
"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო...
დავიწყებდი იქედან, რომ გავხალხურდებოდი....ხშირად მოვისურვებდი მევლო თავისუფალი სამოსით, ყოველგვარი ოფიციალური აქსესუარების, გარეშე ხალხში (მოკლედ, ჩამოვიდოდი მაღალი ქუსლებიდან ანუ მოვიხსნიდი ჰალსტუხს). სადღაც დევს ფსიქოლოგიური მომენტი ვიზუალის ამგვარი შეფუთვით დაშორდე ამომრჩეველს.
უშუალოდ მექნებოდა შეხვედრები საზოგადოები ს სხვადასხვა სეგმეტნთან.ვისაუბრებდით არა, ჩემს კაბინეტში, სადაც მოღწევა, როგორც წესი ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვის შემდეგ ხშირად უბრალო მოქალაქისთვის ხშირად დამთრგუნველი ხდება, არამედ, უშუალოდ მათი ლოკაციის ადგილებში.
ჩემთან, როგორც ქალაქის მერთან შეხვედრას მარტივად მოახერხედნენ მოქალაქეები კულტურული რიგის დაცვის შედეგად. ხშირად ვეწვეოდი მედია-საშუალებებს და ვუპასუხებდი უშუალოდ მოქალაქეების ზარებს, პასუხს გავცემდი ონლაინ-შეკითხვებსაც.არანაირი ჩაკეტილობა მიუწვდომელ სივრცეში! ყველაფერი ღია და გამჭვირვალე იქნებოდა.აუცილებლად შევიდოდა ჩემს ინტერესში ხელი შემეწყო საზოგადოებრივი თოქ-შოუების პოპულარიზაციას,იქ ყოველთვის დაუფარავად ისმის საზოგადოების დაგუბული ხმა და დიდა შანსი ჩინოვნიკები წამოყენდნენ სირაქლემის პოზიციიდან.
ჩემი პრიორიტეტი ადგილობრივი ნაწარმის პოპულარიზაცია. იქნებოდა ეს სულიერი რესურსი იქნება თუ მრეწველობის დარგი.ზოგადად ბრენდი „ქუთაისური“ გახდებოდა ყველაზე სასურველი,რესპექტაბელური და მოთხოვნადი.მაქსიმალურად ხელს შევუწყობდი კვალიფიცირებული კადრების გადინება შემეფერხებინა ქალაქიდან (ეყოფა საქართველოს და სხვა დანარჩენ მსოფლიოს რაც ცისფერყანწელური სისხლი გადავუსხით).
მეყოლებოდა საუკეთესო მრჩევლები და აუცილებლად დავუკვეთავდი აემოძრავებინათ ქუთაისში მოქალაქეობრივი აქტიურობისა გამაძლიერებელი „ინსტიქტი“. საზოგადოებრივი პოზიციების გამოკვეთის ერთგვარი კომლექსი დღეს თრგუნავს აქაურ ელექტორატს.
საჯარო სკოლებში ქალაქის წარსულის უკეთ გაცნობის მიზნით შევთავაზებდი ისტორიის მასწავლებლებს რამდენიმე წუთი მათი ძვირადღირებული დროიდან ქუთაისის წარსულზე, რომელიც ანტიკური ეპოქიდან მოდერნამდე საამაყოდ გადმოგვყურებს მატეანედან და საამაყო ადამიანებზე საუბრისათვსი დაეთმოთ.მერე , ჩემივე ინიციატივით მოვაწყობდი კონკურს და ყველაზე გათვითცნოიერებულ გამარჯვებულ ახალგაზრდას წავახალისებდი.მან უნდა იცოდეს, სად დაიბადა, სად ცხოვრობს და რა პერსპექტივა აქვს თუკი აქ ცხოვრებას უფრო დიდ ფიქრს დაუთმობს ვიდრე აქედან გაქცევის გეგმას.კარგი მაგალითები დადებითად მოქმედებს მოზარდზე...
მითს ქუთაისის 24 საათიანი მომარაგების თაობაზე ბოლო-ბოლო რეალობად ვაქცევდი და არაღ გამოჩნდებოდა უქიმერიონიდან ქუთაისი ლურჯი იალქრებიანი „ბაკებით" სავსე ბებერი და მშვიდი ოკეანესავით," - ამბობს თეა ჩეჩელაშვილი.
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და პროფესია. რუბრიკის სტუმრის მოსაზრებები საიტზე ეტაპობრივად ყოველ კვირას განთავსდება.