Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა საფრთხეებს უნდა ელოდონ თურქეთში და საბერძნეთში მყოფი მიგრანტები?-ტრენინგი ქუთაისში

თარიღი : 12-09-2015, 23:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, სასტუმრო "აიეტის სასახლეში" არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ორგანიზებით, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების თანამშრომლებისათვის ტრენინგები მიმდინარეობს.

ტრენინგში, რომლის ძირითად თემას მიგრაციასთან დაკავშირებული საფრთხეები წარმოადგენს, 5 საზოგადოებრივი ცენტრის (ჯვარი, გეგუთი, ხევი, მეჯვრისხევი, სართიჭალა) თანამშრომლები მონაწილეობენ.

"ტრენინგს მიგრაციის ცენტრის, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,სიდას“ თანამშრომლები ატარებენ. გავდივართ ისეთ თემებს, როგორიცაა: მიგრაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრაქტიკა, მიგრაციის მართვა და კოორდინაციის მექანიზმები საქართველოში, ლეგალური და არალეგალური მიგრაცია თურქეთსა და საბერძნეთში, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული საფრთხეები (ტრეფიკინგი, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, დეპორტაცია, სავალდებულო შრომა და სხვა), ბენეფიციარების (მიგრანტების და პოტენციური მიგრანტების) კონსულტაცია-ინფორმირების ტექნიკები," - ამბობს "სიდა"-ს იურისტი სალომე ზურაბიშვილი.

რაც შეეხება საფრთხეებს, ის ლეგალური და არალეგალური მიგრანტის შემთხვევაში განსხვავებულია.

"არალეგალური მიგრანტი შესაძლოა ვერ დასაქმდეს, რადგან მას კონკურენციას უწევს როგორც ლეგალური მიგრანტი, ისე ადგილობრივი მკვიდრი. ასევე, არალეგალურმა მიგრანტმა შესაძლოა ვერ იშოვოს საცხოვრებელი და დაემუქროს დეპორტაცია. ტრეფიკინგი არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელსაც ვერც ლეგალური და ვერც არალეგალური მიგრანტი გაექცევა", - ამბობს "მიგრაციის ცენტრი"-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგიშვილი.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ცენტრების თანამშრომლებისათვის ტრენინგები იუსტიციის საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერის საპილოტე ინიციატივის ფარგლებში იმართება, რომელიც G-PAM პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

საპილოტე ინიციატივა დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ და მისი მიზანია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების 2015 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიგრაციის სტრატეგიის ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა.


ნანახია: 2042-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
მიგრაციის საკითხებზე წლების განმავლობაში მუშაობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისმა ადგილობრივი მედიისთვის ბრიფინგი გამართა.
ტრენინგი ახალი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების" ფარგლებში ჩატრადა

ამინდი