"ერთმანეთის გვერდით დგომით ვაკეთებთ კარგ საქმეს," - საქველმოქმედო აქცია ქუთაისში
თარიღი : 12-09-2015, 22:08 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

საქველმოქმედო ფონდ "მეობა"-ს ორგანიზებით ქუთაისში, ე.წ. სიყვარულის ბაღთან საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციაზე, რომელიც სპეციალური საჭიროების ბავშვების დახმარებას ემსახურებოდა, მოქალაქეეებს ორი-სამი და ექვსი მეტრი სიგრძის ტორტების დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ.
საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთი დამაარსებლის ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ფონდმა რამდენიძე ღონისძიების ორგანიზება შეძლო, რამაც "მეობა"-ს სოციალურად დაუცველი ადამიანებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების დახმარების საშუალება მისცა.
"ჩვენი პარტნიორები არიან შპს "აია", "გურმანი" და მწვანე მარკეტი. საქველმოქმედო აქციის მუსიკალურად გაფორმებაში ქეთი თურქაძე და ჯგუფი "სამიზნე" გვეხმარებიან. ერთმანეთის გვერდით დგომით ვაკეთებთ კარგ საქმეს," - ამბობს ვლადიმერ ნაკაშიძე.