Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რეზო ჭეიშვილის დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს

თარიღი : 12-09-2015, 16:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მწერალ რეზო ჭეიშვილს ქუთაისში, მწანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. აღნიშნულთნ დაკავშირებით გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ ჭეიშვილის ოჯახთან შეთანხმებით მიიღო. ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ვაჟა ჯუღელის თქმით, რეზო ჭეიშვილს 15 სექემბერს დაკრძალავენ. მისი გამოსვენება ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან მოხდება, ხოლო დაკარძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ადგილობრივი ხელისუფლება გაიღებს.

ცნობისთვის, მწერალი, დრამატურგი და რუსთაველის პრემიის ლაურეატი რეზო ჭეიშვილი გუშინ დილით გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეუღლე იხსენებს, რომ მწერალი, ბოლო წლების განმავლობაში, ხშირად ამბობდა, რომ ის ქუთაისის მიწას უნდა მიბარებოდა.

"სულ ამბობდა, რომ ქუთაისში მინდა დამკრძალოთო, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის. შვილები ჩამოვლენ და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას. რაიმე განსაკუთრებული დაავადება არ სჭირდა. ასაკიდან გამომდინარე, ზოგჯერ ავამდყოფობდა. დღეს დილით მითხრა ცუდად ვარო, ცოტა ხანში კი, გარდაიცვალა. გული მწყდება, რომ მასზე ფილმს "რეზო ჭეიშვილის ცხოვრება" იღებდნენ, თბილისსა და ქვიშხეთში გადაღებები მორჩენილი იყო, ქუთაისში კი, შემოდგოამზე უნდა დაწყებულიყო და ის ვერ მოესწრო", - აცხადებს მარინა ვერულაშვილი.


ნანახია: 2300-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარდაცვლილის მეუღლე იხსენებს, რომ მწერალი, ბოლო წლების განმავლობაში, ხშირად ამბობდა, რომ ის ქუთაისის მიწას უნდა მიბარებოდა.
რეზო ჭეიშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრიდან გამოასვენეს.
ორ წელზე მეტია, რაც ქუთაისში არსებული უსახელო ქუჩა მწერლისა და დრამატურგის რეზო ჭეიშვილის სახელის მინიჭებას ელოდება.
მწერლისა და დრამატურგის შემოქმედების მნიშვნელობასა და როლზე საუბრობენ ჭეიშვილის მეგობრებიც.
დოკუმენტური ფილმი რეზო ჭეიშვილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმის გადაღება მაშინ დაიწყო, როცა მწერალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
რევაზ ბენედიქტეს ძე ჭეიშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1933 წლის 24 აპრილს.

ამინდი