ქუთაისის საჩოგბურთო სკოლის დამფუძნებელი ქალაქის მერს მიმართავს
თარიღი : 12-09-2015, 13:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში კორტების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით საჩოგბურთო კლუბ ,,ოვერ ჰეტის" დამფუძნებელმა ბრიფინგი გამართა. ვალერი მელაძე მერიას თხოვნით მიმართავს, რათა არ მოხდეს საჩოგბურთო სკოლის გაუქმება და დაწესებულებას ცალკე სუბუექტად ჩამოყალიბების საშუალება მიეცეს. როგორც ვალერი მელაძე ამბობს, სკოლას ჩოგბურთის განვითარების საკუთარი პროგრამა აქვს და მერიისგან დაფინანსებას არ ითხოვს.
საჩოგბურთო სკოლა გაუქმების საფრთხის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც სკოლას ტერიტორიის დატოვება საჩოგბურთო კლუბ "ტორპედო"-ს ხელმძღვანელობამ მოსთხოვა. "ტორპედო"-ში ამბობენ, რომ "ოვერ ჰეტი"-ს დამფუძნებელი ბავშვებს წლების მანძილზე მათ ტერრიტორიაზე ავარჯიშებდა, თუმცა მოსაკრებელი არც საფეხბურთო კლუბსა და არც მერიაში შეჰქონდა.