როგორ აფასებენ ქუთაისში კულტურული დაწესებულებების პრესსამსახურების მუშაობას?

"ქვემოთ ჩამოთვლილი კულტურული დაწესებულებებიდან, რომლის პრესსამსახურის მუშაობას აფასებთ დადებითად?", - ამგვარი იყო გამოკითხვა, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხვაში მონაწილეებს თავიანთი პოზიცია ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის, ქუთაისის ოპერის თეატრის, ქუთაისის თოჯინების თეატრისა და აიიპ ქუთაისის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების პრესსამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით უნდა დაეფიქსირებინათ.
გამოკითხვაში სულ მონაწილეობა 331-მა ადამიანმა მიიღო. გამოკითხვის შედეგები ასე გადანაწილდა:პირველი ადგილი: ქუთაისის ოპერის თეატრი - 144 (43.5%); მეროე ადგილი:
ქუთაისის თოჯინების თეატრი - 91 (27.49%); მესამე ადგილი: ააიპ ქუთაისის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება - 62 (18.73%), ხოლო გამოკითხულთა ხმების 10.27%) (34 ხმა) მესხიშვილის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს შეხვდა.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge მადლობას უხდის გამოკითხვაში მონაწილე თითოეულ ადამიანს.