Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა უნდა ვიცოდეთ მკერდის კიბოს შესახებ და როგორ დავიცვათ თავი მისგან?

თარიღი : 12-09-2015, 12:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ,,ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეული“ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

მიმდინარე წელს საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით აქციები ქუთაისის გარდა ქალაქ ბათუმშია დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლებით. ძირითადი მიზეზი - ინფორმაციის ნაკლებობაა. მოსახლეობის უმრავლესობამ ნაკლებად იცის, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადება სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიაა.
სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 2014 წელს რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 1019 ახალი შემთხვევა (რაც 5% მეტია, ვიდრე წინა წელს: 2013 წ. – 972), მათ შორის 7 - მამაკაცებში (2013 წ. – 12). წლის ბოლოს აღრიცხვაზე იმყოფებოდა 6207 ავადმყოფი (2013 წ. - 6123). 2014 წელს სარძევე ჯირკვლის ახლად გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობაში I და II სტადიაზე გამოვლენის წილმა თითქმის 50% შეადგინა.

იმერეთში 2014 წელს რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 99 ახალი შემთხვევა (რაც თითქმის 1,5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე წინა წელს: 2013 წ. – 150), მათ შორის ერთი - მამაკაცებში. წლის ბოლოს აღრიცხვაზე იმყოფებოდა 500 ავადმყოფი (2013 წ. - 569). 2014 წელს სარძევე ჯირკვლის ახლად გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობაში I და II სტადიაზე გამოვლენის წილმა 78% შეადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრუნვის კავშირი „ჰერა“ ახორციელებს პროექტს `საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად 2015“. ღონისძიების მიზანია საზოგადოების მიერ ძუძუს კიბოს პრობლემის გათვითცნობიერება და ქალთა ცოდნის დონის ამაღლება ძუძუს დაავადებების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის და მეთოდების შესახებ.

„ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა წარმატებული მკურნალობისა და სიცოცხლის გარანტიაა, ხოლო ყოველი ქალის სიცოცხლე კი მეტად ფასეულია თითოეული ოჯახის, შვილებისა და ქვეყნისათვის. კამპანიის ფარგლებში ქუთაისში 12 სექტემბერს დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: 1. 12:00 საათი – ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ჩატარდება უფასო სკრინინგი, საგანმანათლებლო სესიები, ხელნაკეთი აქსესუარების, ბატიკის და ნახატების გამოფენა, სახეზე მოხატვა და მაისურების დარიგება.
თქვენც შემოგვიერთდით, ჩაერთეთ კამპანიაში, ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს დასამარცხებლად,“ - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ცნობისთვის, მკერდის კიბოს დასამარცხებლად მიმართული ღონისძიებები არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს ორგანიზებით, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, იმერეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრ „ჰერას“ და McDonalds-ის მხარდაჭერით ტარდება.


ნანახია: 2188-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.
ჯანდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ,,ჰერცეპტინის" ღირებულების 80 % აფინანსებს.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტი HER-2 დადებითი ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირებისთვის,

ამინდი