Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"რეზომ დაიბარა, რომ ქუთაისში დამკრძალეთო, თუმცა ჯერ არ ვიცით რა გადაწყყვეტილებას მივიღებთ"

თარიღი : 12-09-2015, 09:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მწერლის, დრამატურგის და რუსთაველის თეატრის ლაურეატის, რეზო ჭეიშვილის მეუღლის, მარინა ვერულაშვილის თქმით, ჯერ-ჯერობით უცნობია, სად დაკრძალავენ მწერალს.

გარდაცვლილის მეუღლე იხსენებს, რომ მწერალი, ბოლო წლების განმავლობაში, ხშირად ამბობდა, რომ ის ქუთაისის მიწას უნდა მიბარებოდა.

"სულ ამბობდა, რომ ქუთაისში მინდა დამკრძალოთო, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის. შვილები ჩამოვლენ და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას. რაიმე განსაკუთრებული დაავადება არ სჭირდა. ასაკიდან გამომდინარე, ზოგჯერ ავამდყოფობდა. დღეს დილით მითხრა ცუდად ვარო, ცოტა ხანში კი, გარდაიცვალა. გული მწყდება, რომ მასზე ფილმს "რეზო ჭეიშვილის ცხოვრება" იღებდნენ, თბილისსა და ქვიშხეთში გადაღებები მორჩენილი იყო, ქუთაისში კი, შემოდგოამზე უნდა დაწყებულიყო და ის ვერ მოესწრო", - აცხადებს მარინა ვერულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მწერალი, დრამატურგი და რუსთაველის პრემიის ლაურეატი რეზო ჭეიშვილი გუშინ დილით გარდაიცვალა.

რევაზ ბენედიქტეს ძე ჭეიშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1933 წლის 24 აპრილს. დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა მერვე (VIII) საშუალო სკოლა 1952 წელს. 1954 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ქართული ენა ლიტერატურა) ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1958 წელს.


ნანახია: 2421-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარდაცვლილის მეუღლე იხსენებს, რომ მწერალი, ბოლო წლების განმავლობაში, ხშირად ამბობდა, რომ ის ქუთაისის მიწას უნდა მიბარებოდა.
რევაზ ბენედიქტეს ძე ჭეიშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1933 წლის 24 აპრილს.
მწერლისა და დრამატურგის შემოქმედების მნიშვნელობასა და როლზე საუბრობენ ჭეიშვილის მეგობრებიც.
ორ წელზე მეტია, რაც ქუთაისში არსებული უსახელო ქუჩა მწერლისა და დრამატურგის რეზო ჭეიშვილის სახელის მინიჭებას ელოდება.
რეზო ჭეიშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრიდან გამოასვენეს.
'აქედან თითქოს რეზომ გადმოაბიჯა და დაიწყო სიარული ქალაქში'

ამინდი