"მე როგორც ქუთაისელს, გამიორმაგებს ტკივილს, რომ დავკარგეთ ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ქუთაისელი"

ქუთაისის მერი შოთა მურღულია facebook-ის ოფიციალურ გვერდზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს. მერი წერილში მწერალ რეზო ჭეიშვილის ოჯახს უსამძიმრებს.
"გარდაიცვალა რეზო ჭეიშვილი, მართლაც უნიკალური ნიჭის მწერალი და დრამატურგი. ბევრი გაიხსენებს მას როგორც საინტერესო სცენარისტს, უძლიერესი იუმორის მქონეს. მე კი როგორც ქუთაისელს გამიორმაგებს ტკივილს, რომ დავკარგეთ ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ქუთაისელი. სულ მომწონდა იმის შეხსენება სადაც კი ბატონ რეზოს ახსენებდნენ, რომ ის ქუთაისში დაიბადა და დღემდე აქვს მას მამაპაპისეული სახლი. ის რამდენიმე წელი, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი უძღვებოდა ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის აკადემიურ თეატრს. ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი პეროდი, როცა მწერალს თან პარტერში ვხდებოდი და თანაც მის შემოქმედებას ვეზიარებოდი. ეს ყველაფერი მოგონებაა. წარუშლელი და აუნაზღაურებელია ის ტკივილი, რომელიც დღეს ჩემს ქალაქს მიადგა მისი გარდაცვალების გამო. ძალიან ვწუხვარ და გული სინანულით მევსება,"- წერს შოთა მურღულია.