საჩხერის საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს
თარიღი : 10-09-2015, 14:02 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

საჩხერის საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკის თანამშრომლებს ახალი მმართველი თავად წარუდგინა. ეკატერინე ტიკარაძე მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა. ის არამარტო საჩხერის საავადმყოფოს, არამედ არასამეწარმეო არაიურიდიული პირის „დოსტაქარის“ აღმასრულებელი დირექტორი გახდა. კლინიკის გარდა, დაწესებულება მოიცავს ამავე ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო „მედიჰაუსს“, რომელიც რეზიდენტებისა და საავადმყოფოში მომუშავე მედპერსონალისთვის არის განკუთვნილი და ურეკის ემერჯენსს.
ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობს, როგორც მოწვეული კონსულტანტი. მანამდე ის სწავლობდა და მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.
ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობს, როგორც მოწვეული კონსულტანტი. მანამდე ის სწავლობდა და მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.