ტყიბულში ჩინური მხარის ინვესტიციით თბოელექტროსადგური აშენდება
თარიღი : 10-09-2015, 10:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

უმსხვილესი ჩინური კომპანია Dongfang Electric Corporation of China, ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფთან” (GIG) ერთად ახალ თბოსადგურს ააშენებენ.
GIG-ი, ჩინელ ინვესტორთა ჯგუფთან მოლაპარაკებებს დაგეგმილი მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების ეფექტური განხორციელების მიზნით ახორციელებს. კერძოდ, Dongfang Electric Corporation-ს ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი”, ტყიბულის მუნიციპალიტეტში 150 მგვტ სიმძლავრის, ნახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში პარტნიორ მხარედ განიხილავს.
მხარეებმა შეხვედრაზე პროექტის ტექნიკური და ფინანსური მხარეები განიხილეს. მოლაპარაკებების შედეგად განისაზღვრა სამუშაო გრაფიკი და ერთობლივი მემორანდუმის შინაარსობრივი ნაწილი, რომელიც მხარეების ვალდებულებას განსაზღვრავს.
GIG-ის მენეჯმენტი განმარტავს, რომ ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ადგილზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში 150 მგვტ სიმძლავრის, ნახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება 2014 წლის ივნისში, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას” შორის გაფორმდა.
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივ აირზე მომუშავე ახალი მაღალეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობას, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად.