Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის ტორპედო არ არის უსაქმური მკვდარი სულების თავშესაფარი," - საგანგებო განცხადება

თარიღი : 10-09-2015, 00:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ს ქომაგთა კლუბი "ჯუნგლები" საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებმა საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს გამოუგზავნა, ნათქვამია, რომ კლუბში მოვლენები არასწორად ვითარდება, რასაც გულშემატკივრები არ შეეგუებიან.

"ქუთაისის "ტორპედო"-ს ირგვლივ შექმნილი ვითარება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ შორიდან ვუყურთ ამ მოვლენებს. როგორც მოგეხსენებათ, კლუბი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელიც რიგითი ადამიანების გადასახადებიდან ივსება. შესაბამისად, ქუთაისის "ტორპედო"-სთან დაკავშირებულ არც ერთ პიროვნებას არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ეს თანხები ბოროტად მართოს და თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. ჩვენი კლუბის ფერები არ არის ხელმძღვანელების სათამაშო ობიექტი. კლუბის ლოგო არის ჩვენი ღირსება და მისი ქვევრზე დამსგავსება ნებისმიერი საღად მოაზროვნე "ტორპედო"-ს ფანისთვის მიუღებელია. ქუთაისის "ტორპედო" არ არის თავშესაფარი, სადაც უსაქმური მკვდარი სულები და ვიღაცის ახლობლები შევინახოთ. წლებია გვიწევს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, აქამდე ყველას გავეცით შესაბამისი პასუხი და გასაყრელებიც გავყარეთ. რა თქმა უნდა, ახლაც იგივე განმეორდება! სამწუხაროა თქვენც რომ ვერ შეიგნეთ - ჩვენ ვართ "ტორპედო", ჩვენ!," - ნათქვამია ქომაგთა კლუბ "ჯუნგლები"-ს განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge საფეხბურთო კლუბში მიმდინარე პროცესებსა და ქომაგთა კლუბის განცხადებაზე "ტორპედო"-ს ხელმძღვანელობისგან კომენტარის მოპოვებას შეეცდება.


ნანახია: 2254-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისს საფეხბურთო გუნდი მხოლოდ სახელად ჰყავს, ხოლო ქალაქის მერიიდან გუნდის დაფინანსების მიზნით გაღებული თანხები გაურკვეველი
15 ოქტომბერს ქუთაისის 'ტორპედო'-სა და თბილისის 'ლოკომოტივს' შორის მორიგი მატჩი, 19:00 საათზე, 'ტორპედო'-ს მოედანზე გაიმართება.
"ჩემპიონობის დროა, ჩვენ გვჯერა", - ამგვარი სლოგანით ამხნევებდნენ "ტორპედო"-ს ფეხბურთელებს ქომაგთა კლუბის "ჯუნგლების" წევრები.
მატჩზე მიმავალი გულშემატკივრები პოლიციამ გორში გააჩერა.
ქალაქის მერიაში იმედოვნებენ, რომ აუქციონის შედეგად კლუბი კერძო საკუთრებაში აღმოჩნდება.

ამინდი