თემურ ცამციშვილი: ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომელიც პატარა ბავშვივით მუდმივად ისვრის
თარიღი : 30-09-2013, 11:05 | კატეგორია: სხვადასხვა

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ცამციშვილი ალტერნატიული პირადობის მოწმობებების მოთხოვნით თბილისსა და ქუთაისში გუშინ გამართულ აქციებს facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.
ცამციშვილის თქმით, ქართული საზოგადოება ის საზოგადოებაა, რომელსაც ტერიტორიებს ართმევენ და ალტერნატიული ბარათებისათვის იბრძვის.
"ჩვენ უკულტურო საზოგადოება ვართ, ქრონიკულში გადაზრდილი ინფანტილიზმით, რომელიც პატარა ბავშვივით მუდმივად ისვრის და არ იცის სად არის ფეკალის ადგილი. ჩვენ ის უკულტურო საზოგადოება ვართ, რომელიც ვერ არჩევს ტყუილს და მართალს, არ იცის რა არის ბოროტი და კეთილი. ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომელსაც ართმევენ ტერიტორიებს, მაგრამ იბრძვის მხოლოდ ალტერნატიული ბარათებისთვის, ჩვენ ის მორმწუნე ჰომოსაპიენსები ვართ, რომელმაც პოსტსაბჭოთა სივრცის მერეც ვერ ისწავლა, რომ აზროვნება არის არსებობა და ჩვენი რელიგია მხოლოდ მადიდებლობას არ ქადაგებს! დასკვნა: ჩვენ უბრალოდ საზოგადოება ვართ, რომელსაც უნდა იყოს საზოგადოება, მაგრამ არის ფანატიკოსებისგან შეკრებილი თემი!," - წერს ცამციშვილი.