ზესტსფონის სოფელ ილემში მოქალაქეს ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს
თარიღი : 9-09-2015, 13:45 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, ზესტაფონის რაიონის სოფელ ილემში მდინარე ძირულაზე გადამოწმების მიზნით საეჭვო პირი გააჩერეს. მოქალაქეს თან აღმოჩანდა პლასტმასის ქილაში გამზადებული ასაფეთქებელი საშუალება და ე.წ. ერთი ერთეული კაფსოლი.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს (რაც გამოიხატება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა -შენახვაში) და შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო ორგანოში.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს (რაც გამოიხატება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა -შენახვაში) და შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო ორგანოში.