Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აკნინებს თუ არა ქუთაისის მერია პარლამენტის როლს?

თარიღი : 9-09-2015, 13:34 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დირექტორი გია გოქაძე ქუთაისის მერიას ქალაქში საქართველოს პარლამენტის როლის დაკნინებაში ადანაშაულებს. ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე გოქაძემ განაცხადა, რომ ქუთაისის ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად გამოცხადებული კონკურსის საშუალებით პარლამენტის ფოტოების შესყიდვას არ აპირებს.

"მე მოვუწოდებ ქუთაისში მცხოვრე ყველა თავისუფალი პროფესიის ადამიანს, რომ გამოვიდნენ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, რათა პარლამენტმა ქუთაისში სრულყოფილად იფუნქციონიროს. მივმართავ ქუთაისის ყოფილ მერებს. ასევე, აუცილებელია ქალაქის საკრებულოს სხდომის მოწვევა და ამ საკითხზე მსჯელობა. ეს არის ქუთაისში პარლამენტის როლის დაკნინება," - ამბობს გია გოქაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ბრალდებას მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა უპასუხა. კლდიაშვილის თქმით, ამჯერად გამოცხადებული კონკურსის საშუალებით ქუთაისის ადგილობრიივ ხელისუფლება პარლამენტის ფოტოების შეძენას არ აპირებს, რადგან როგორც ამბობს, მერიას უკვე აქვს საკანონმდებლო ორგანოს ხარისხიანი ფოტოები.

"პარლამენტის მნიშვნელობას არ ვაკნინებთ. უკვე გვაქვს პარლამენტის ხარისხიანი ფოტოები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ დავბეჭდეთ. ჩვენ ყველაზე მეტი ფოტოს შესყიდვას ვგეგმავთ, რომელშიც პარლამენტი შეიძლება მოხდეს," - ამბობს კლდიაშვილი.


ნანახია: 1851-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორგანიზაციის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ქალაქის საკრებულოსგან მიღებული ის წერილი შეაფასეს, რომლითაც ქუთაისის საკრებულომ
ორგანიზაციის წევრთა განმარტებით, ქვეყნის თანაბარი განვითარების პირობა საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ფუნქციონირებაა.
შეხვედრის მონაწილეებმა სამოქმედო გეგმა განიხილეს. ქუთაისის პარლამენტში დარჩენის მსურველები ამ ეტაპზე საკონსტიტუციო კომისიისთვის
,,ევროპა ჩვენი სახლია’’ მოუწოდებს ცენტრალურ ხელისუფლებას თავი დაანებოს კონსტიტუციის დარღვევას და პარლამენტმა სრულად ქუთაისში
არასამთავრობო ორგანიზაცია 'ევროპა ჩვენი სახლია' ქუთაისის მერიას 'სახელმწიფო შესყიდვების შესახებ' კანონის დარღვევასა და ბიზნესის
პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის თანამშრომლები საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნებას მოითხოვენ. მათი თქმით,

ამინდი