ქუთაისის მერია მოსწავლეებს და სტუდენტებს სწავლის დაწყებას კონცერტით მიულოცავს

ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას ცნობილი სახეები- დათუნა მგელაძე, ოთო ნემსაძე, ნინი ბადურაშვილი, მეგი გოგიტიძე და ოჩოს ქოხი მიიღებენ. ღონისძიებას ქუთაისის ოპერის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი ანდღულაძე წაიყვანს.
კონცერტი 14 სექტემბერს, 19:00 საათზე რეაბილიტირებულ უბანში გაიმართება. როგორც ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებაში აცხადებენ, ამგვარად ადგილობრივი ხელისუფლება მოსწავლეებს და სტუდენტებს საჩუქარს უკეთებს.