ხე-ტყის უკანონოდ ჭრის გამოვლენისთვის მეტყევე სამსახურიდან გაათავისუფლეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მანდაეთის სატყეო უბნის უკვე ყოფილი რეინჯერი შოთა ვაჩნაძე გარემოს დაცვის სამინისტროსა და ქვეყნის პრემიერს მიმართავს. ვაჩნაძე ჭიათურის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტებზე საუბრობს და უწყებისგან სამსახურში აღდგენას ითხოვს.
Topnews.com.ge-სთან საუბარში რეინჯერი ამბობს, რომ ჭიათურაში დიდი რაოდენობით წაბლისა და მუხის მოჭრილი ხეები აღმოაჩინა, დაასურათა და გარემოს დაცვის სამინისტროს რეაგირებისათვის მიმართა, თუმცა როგორც ამბობს, უშედეგოდ. განმეორებით მიმართვის შემდეგ კი შოთა ვაჩნაძის თქმით, მომხდარით გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაინტერესდა.

"ორი წელიწადია დავდივარ ჭიათურის რაიონში და დიდი რაოდენობით წაბლის და მუხის ხეები ვნახე მოჭრილი. ეს ხეები გადამალული იყო. ყველაფერი დავასურათე, თუმცა ყურადღება არ მომაქციეს. შემდეგ გარემოს დაცვის ინსპექციის წარმომადგენლები წვიყვანე და ვაჩვენე. შემდეგ მინისტრ გიგლა აგულაშვილს დავურეკე და ავუხსენი სიტუაცია. ახლა ეს მორები მოპარულია. ეს მანდაეთის სატყეო უბანზე მოხდა, მაგრამ უკანონო ჭრა ჭიათურის თითქმის მთელ ტერიტორიაზეა. ტყეკაფი არ არის განაცემი საერთოდ და არც ბილეთია ამოწერილი ისე იჭრება ხეები. თუმცა ბოლო 4 წელია წაბლის მასალა წითელ წიგნშია შეტანილი და საერთოდ არ იჭრება. მე როგორც ვიცი, უკანონო ჭრებს გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსი, უფროსი მეტყევე და ჭიათურის მაჟორიტარი მფარველობენ," - ამბობს შოთა ვაჩნაძე.
რეინჯერის თქმით, მის წინააღმდეგ სოფლების-გეზრულისა და ჩხირაულის მოსახლეობაც გამოიყენეს. შოთა ვაჩნაძე ამბობს, რომ აღნიშნული სოფლების მოსახლეობა პოლიციისა და ხე-ტყის უკანონო ჭრის ლობისტთა დაკვეთით მის წინააღმდეგ გამოვიდა.
"ვითხოვ სამსახურში აღდგენას, მაგრამ სატყეო სამმართველოში მეუბნებიან, რომ მე ვერ აღმადგენენ, რადგან ამის გაკეთება არ შეუძლიათ. თუმცა არც იმას მალავენ, რომ რეინჯერებად ბრაკონიერები არიან," - ამბობს შოთა ვაჩნაძე.
Topnews.com.ge რეინჯერის საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ ვაჩნაძე ეროვნული სატყეო სააგენტოდან დარღვევისათვის არის გათავისუფლებული. რაც შეეხება დარღვევას და რეინჯერის სამსახურში აღდგენის საკითხს, უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტების შესწავლამდე კომენტარის გაკეთება გაუჭირდებათ.