წყალტუბოში 9 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 7 უკვე დასრულებულია
თარიღი : 8-09-2015, 15:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.
მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოში სულ 9 ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, საიდანაც 7 უკვე დასრულებულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე, მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში აჰმედ აივეიდა და წყალტუბოს გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის დასკვნითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
ქალაქის რეაბილიტაციის ფარგლებში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მოეწყო აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი გარემო; „ცივიტბის“ ტერიტორიაზე აშენდა მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობები, მოწესრიგდა წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის კანალიზაციის სისტემა. დასრულდა თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქალაქში მოეწყო გარე განათება, ველობილიკები და ავტოსადგომები.
წყალტუბოში, ვიზიტის ფარგლებში პროექტების მონიტორინგთან ერთად, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც საუბარი კურორტის განვითარების სამომავლო გეგმებს შეეხო.
წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაციის შედეგად, ტურიზმისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება, რაც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. რეაბილიტაციის პროექტი ბალნეოლოგიური კურორტის მუშაობისთვის სასურველ გარემოს შექმნის და წყალტუბოს დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საკურორტო ქალაქის სტატუსს დაუბრუნებს.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 40.68 მილიონი ლარია.