Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის რაიონის სოფელს მგლები შეესია

თარიღი : 8-09-2015, 11:50 | კატეგორია: ---   
topnews.com.ge
თერჯოლის რაიონის სოფელს მგლები შეესია.
სოფელ ახალთერჯოლის მოსახლეობის ნაწილის თქმით, მათ სოფელში მტაცებელი ცხოველები სისტემატიურად ჩნდებიან, გუშინ კი მგელმა ხბო შეჭამა.

სოფლის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას და მტაცებელი ცხოველის ლიკვიდირების უფლების მიცემას სთხოვენ.

"რომ ვხედავდე, როგორ ჭამს ჩემს საქონელს მგელი, უფლება არ მაქვს მოვკლა, რადგან გარემოს დაცვის სამინისტრო იმაზე მეტი თანხით დამაჯარიმებს, ვიდრე საქონლის ღირებულებაა. მგელმა დღეს ხბო შეჭამა, ხვალ ცხვრებს შეგვიჭამს, შემდეგ კი ადამიანებს მიადგება",- აცხადებს არკად გამეზარდაშვილი.

თერჯოლის ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მოსახლეობის მიმართვის შემთხვევაში, ისინი გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავენ, რათა მოსახლეობას მტაცებელი ცხოველის ლიკვიდირების უფლება მიეცეს.


ნანახია: 1879-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ ახალთერჯოლის მოსახლეობის ნაწილის თქმით, მათ სოფელში მტაცებელი ცხოველები სისტემატიურად ჩნდებიან, გუშინ კი მგელმა ხბო შეჭამა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მტაცებელი ცხოველი ღამით მათ ეზოებში შედის და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს თავს ესხმის.
დაგლეჯილია ათეულობით პირუტყვი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩომახეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ამინდი