Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ადვოკატ რობიზონ ხურცილავას ოჯახში მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია

თარიღი : 8-09-2015, 10:36 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
სამართალდამცველებმა ხონის რაიონში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.
დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ოთხი პირი: 1993 წელს დაბადებული რუბენ ჯ, 1988 წელს დაბადებული ალექსანდრე გ, 1993 წელს დაბადებული დიდიმი ა. და 1993 წელს დაბადებული ლადო ა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 2 სექტემბერს ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში რობიზონ ხურცილავას ოჯახს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ოჯახის კუთვნილი სამკაულები და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანა.

პოლიციამ ავტომანქანა იმავე დღეს, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში იპოვა. სამართალდამცველებმა ოთხივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში, ქუთაისსა და ზესტაფონში დააკავეს, ხოლო ხურცილავას ოჯახიდან წაღებული სამკაულები ქუთაისში, სხვადასხვა ლომბარდიდან და დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „ზიგზაუერის“ ტიპის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 2 საბრძოლო ვაზნით, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი 3 საბრძოლო ვაზნით და ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

ნარკოლოგიური შემოწმებით დიდიმი ა-ს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის, ხოლო გურამ ა-ს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.


ნანახია: 6769-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას,
ნარკოლოგიური შემოწმებისას გეგი ლ-ს ოპიუმის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

ამინდი