Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი: რა გულუბრყვილო ვიყავი არა?

თარიღი : 7-09-2015, 21:15 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კოალიცია "ქართული ოცნები"-ს ერთ-ერთი მხარდამჭერი მაია კუხიანიძე ხელისუფლებაში "ქართული ოცნები"-ს მოსვლაში მისი და მისი ოჯახის მიერ გაწეულ სამუშაოზე საუბრობს. კუხიანიძე ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის სამართლიანობის აღდგენას, ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნებას და სამუშაოს გარეშე დარჩენილთა დასაქმებას ელოდა, თუმცა მმართველმა გუნდმა იმედები გაუცრუა.

"ორი კარდაკარის მონაწილე ვარ. პირველები ვიყავით მე და ჩემი შვილები, შვილიშვილებიც, ვინც "ოცნების " მაისურებით გამოვჩნდით ქალაქში. რა დამავიწყებს ადამიანების გაბრწყინებულ თვალებს ჩვენსკენ მომზირალს. მძღოლები ყველგან ჩერდებოდნენ და გზას გვითმობდნენ, ზოგი ცერა თითს გვიჩვენებდა და ზოგი კოცნებს გვიგზავნიდა. მოხუცების ცრემლიანი თვალები. სამგზავროს არ გვახდევინებდნენ.

პირველი ეჭვი მაშინ გამიჩნდა, როცა სიებში აღმოჩენილი და აღწერილი არარსებული გვარ–სახელები არჩევნებზე ხელუხლებელი დამხვდა. მეორედ არ მომეწონა, როცა თბილისიდან "მოვლინებულმა ოცნებისტებმა" დაგვიბარეს და ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარეს – ვინც ჩვენთან არაა, ისინი არ გვაინტერესებს – ო. მესამედ დაგვიძახეს და გვკითხეს: რომ გავიმარჯვებთ, ვის სად გინდათ და რა შეგიძლიათ ჩაგვაწერინეთო. დიდად შეურაცხყოფილი დავრჩი. იმ გაკეთებული საქმისთვის, რასაც ქვეყნის, ჩვენივე თავის და ოჯახების გადარჩენა ქვია, საზღაური რა საჭირო იყო. მერე იყო რაც იყო, გაოცება, ადამიანების გრძნობებზე ძალადობა, განხიბლვა, აბუჩად აგდება, არად ჩაგდება, თითქმის იგივე კურსის გაგრძელება, სამართლიანობის არაღდგენა, მაძღარს მშიერის არ ესმის და ათასი განუკითხაობა, მერე თითქმის უძრაობა.

და რა მინდოდა მე, რისთვის შევყავით "ლომის ხახაში" თავი? მე მინდოდა ჩვენი ქვეყნისთვის გველეშაპი მოგვეშორებინა, ჩვენ ხელისუფლებას დავდგომოდით გვერდით და ხელისუფლება- ჩვენ. დაბრუნებულიყო გადახვეწილი ხალხი, დაგვეკაპიწებინა ხელები ერთად, დიდი ძალა აქვს ზემდგომის პირად მაგალითს, როგორც ომში მეთაურის თავგანწირვას და სამართლიანობის აღდგენის მერე, შევდგომოდით ქვეყნის შენებას. რა გულუბრყვილო ვყოფილვარ არა?!სამსახურები კი არა, სათოფურებსაც არ მიგვაკარეს. ისეთი ხალხი მოგვევლინა თითქმის ყველგან, მანამდე თვალით რომ არ გვინახავს. როგორ არის ის ამბავი?! – რევოლუციას გეგმავენ გენიოსები, ახდენენ გმირები და ბოლოს აღარ მახსოვს ზუსტად როგორცაა რა. გაიგებენ "ქოცები და ნაცები". იმედია არ გააუქმებთ ზოგ–ზოგიერთები ჩემთან მეგობრობას. ნუ შეგეშინდებათ, თუ რამე მე მომეკითხება. სამსახურიდან არ გამანთავისუფლონ ერთბაშად," - წერს მაია კუხიანიძე.


ნანახია: 3202-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა.
სასამართლოს განაჩენით უკმაყოფილო კვიციანის მხარდამჭერებმა აქცია დღეს ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართეს.
როგორც დღეს გამართულ აქციაზე გაანცხადეს, მმართველმა გუნდმა მათი იმედები ვერ გაამართლა.
"მივედი და ვუთხარი, რომ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და სიიდან ამოეწერათ, თუმცა იგი ისევ სიაში წერია"
№128-ე სპეცუბანზე 217 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან, 80 პატიმარია, 125 საპყრობილის თანამშრომელი, 12 კი კომისიის წევრი.

ამინდი