Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ვეტერანი ფეხბურთელები ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას ითხოვენ

თარიღი : 7-09-2015, 20:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში იმერეთის ფედერაციის სახელით ხმას თბილისის "დინამო"-ს ვეტერანი ოთარ კორღალიძე მისცემს. აღნიშნულ ფაქტს ვეტერანი ფეხბურთელები აპროტესტებენ. მათი თქმით, ფეხბურთის იმერეთის ფედერაციის პრეზიდენტს თავად თუ არ სურდა ერთი ხმის უფლებით ესარგებლა, მაშინ კანდიდატი ვეტერან ფეხბურთელებთან შეხვედრის შემდეგ უნდა აერჩიათ.

,,ჩვენი პოზიცია არის ასეთი: ყოფილიყო ქუთაისელ ვეტერანთაგან ერთი, რომელიც ხმის უფლებას მიიღებდა აღმასკომიდან და არ გამოიწვევდა გულისწყრომას," - აცხადებს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის პრეზიდენტი შოთა ოქროპირაშვილი.

"ჩვენთვის, ვეტერანებითვის ეს არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი. თუ თბილისის "დინამო"-ს ვეტერანები არიან ვეტერანები, რა დააშავეს ქუთაისის "ტორპედო"-ს ყოფილმა ფეხბურთელებმა. ჩუმად ხმის მიცემის უფლებით ვინმეს აღჭურვა მიუღებელია. პირადად მე ღიად ვაფიქსირებ, რომ მხარს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ლევან კობიაშვილს ვუჭერ," - აცხადებს ქუთაისის "ტორპედო"-ს ვეტერანი ფეხბურთელი დავით რუხაძე.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში გამარჯვებისთვის ფედერაციის ამჟამინდელი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი იბრძვიან.


ნანახია: 2522-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მისი თქმით, მას აინტერესებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულ საფეხბურთო კლუბებს როგორ პირობებში უწევთ ვარჯიში და თამაშისთვის
„თავისუფალი საქართველო“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ვეტერანი ფეხბურთელები ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს „ტორპედოს“ მიმართ
მეუფე ორივე გუნდს, ასევე, მსაჯებს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართავდა თხოვნით, რომ "ფეხბურთი უნდა იყოს შეჯიბრი და არა
თბილისის დინამომ საქართველოს დავით ყიფიანის თასი მეცამტედ მოიგო.

ამინდი