ქუთაისში ჩინური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა
თარიღი : 7-09-2015, 18:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიას ჩინეთის ქალაქ ნანჩანგის (ჯიანსის პროვინციიდან) დელეგაცია ესტუმრა. ქალაქის მერი გიუ ანი და ნანჩანგის საგარეო და საზღვარგარეთ ჩინურ საქმეთა ოფისის გენერალური დირექტორი ელეონორ ჰიუნგ ხიაოიანი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მიიღეს. შეხვედრაზე მხარეებმა ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე ისაუბრეს.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო მიმდინარე წლის 8 მარტს, ქუთაისის მერიისა და ქალქ ნანჩანგს შორის დადებულ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები განახორციელებენ გაცვლით პროგრამებს და თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, სამთო, სამშენებლო ინფრასტრუქტურის, ინვესტიციების, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს საერთო კეთილდღეობასა და განვითარებას. ასევე, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში სტუმრები ქუთაისში სამრეწველო ნაწარმის გამოფენა -გაყიდვას მოაწყობენ.