Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ნომერ მეორე სკოლის დამაარსებლის ბიუსტს ცხვირი მოტეხეს

თარიღი : 7-09-2015, 14:53 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის #2 საჯარო სკოლის ეზოში მდგარი ამავე სკოლის დამაარსებლის იოსებ ოცხელის ბიუსტი ცხვირის გარეშეა დარჩენილი.

"დღეს შევედი ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ეზოში და მისი დამაარსებლის იოსებ ოცხელის ბიუსტი ისევ ცხვირმოტეხილი დამხვდა. სკოლის თითქმის არც ერთმა მოსწავლემ არ იცის ვინაა იოსებ ოცხელი. არ მსმენია როდესმე იოსებ ოცხელის იუბილე სკოლას გადაეხადოს. პერიოდულად შეაკეთებენ და პერიოდულად ამტვრევენ. რაც განათლების სიტემაში ვარ, ოცხელის ბიუსტი ბევრჯერ მახსოვს მოტეხილი და შეკეთებული ცხვირით," - ამბობს "ლიბერალური კლუბი"-ს წარმომადგენელი გოჩა ჩხეტია.

1880 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მცდელობით ქუთაისში გაიხსნა პირველი ქართული სკოლა. 1905 წელს იგი გიმნაზიად გადაკეთდა. 1901 წლიდან მას სათავეში ჩაუდგა გამოჩენილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იოსებ ივანეს ძე ოცხელი. მის სახლთანაა დაკავშირებული გიმნაზიისთვის შენობის აგების იდეა. ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა მარშლის, დ. ნიჟარაძისა, და ცნობილი საზოგადო მოღვაწის, კ. ლორთქიფანიძის, დახმარებით შესყიდულ იქნა მიწის მოზრდილი ნაკვეთი, სადაც აშენდა შესანიშნავი შენობა გიმნაზიისათვის.1913 წლის 21 თებერვალს შენობა საზეიმოდ გაიხსნა და მასში ფუნქციონირება განაგრძო ქართულმა გიმნაზიამ.

რუსეთის საიმპერიო რეჟიმის დროს გიმნაზია ეროვნული მიმართულებით წარმართავდა იმდროინდელ ახალგაზრდობას. ი. ოცხელი, ს. ხუნდაძე და სხვა პედაგოგები აქტიურად იბრძოდნენ მოსწავლეებში ეროვნული იდეალების დამკვიდრებისთვის. ამიტომ იყო, რომ გიმნაზიის აღმზრდელები და აღსაზრდელები იცავდნენ ქართველი ერის ღირსებას. გიმნაზიის მოსწავლის, კ. გამსახურდიას, თაოსნობით მე-20 საუკუნის 10-იან წლებში გიმნაზიაში შეიქმნა ახალგაზრდული ორგანიზაცია ”ცხრა მუხა”, რომელშიც ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალგაზრდები იყვნენ გაერთიანებული.

გიმნაზიის პედაგოგებმა დიდი როლი შეასრულეს ეროვნული სკოლისათვის სახელმძღვანელოების გამოცემის საქმეში. ი. ოცხელის ინიციატივით შექმნილ გამომცემლობა ”განათლებაში” დაიბეჭდა ს. ხუნდაძის ”ქართული ქრესტომათია”, ”ქართული ენის გრამატიკა”, დ. უზნაძის ”ძველი საბერძნეთი”, ”ძველი რომი”, ი. ოცხელის ”არითმეტიკა” და სხვ.
მე-20 საუკუნის დასაწყისში სკოლას სტუმრობდნენ ვაჟა-ფშაველა, ი. გოგებაშვილი, მოგვიანებით-კ. გამსახურდია.

1980 წელს სკოლის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა შენობის კაპიტალური რემონტი, აშენდა სპორტული დარბაზი. მაშინ სასწავლებელს ხელმძღვანელობდა ღვაწლმოსილი პედაგოგი ა. სანდუხაძე, რომელიც 21 წლის განმავლობაში სკოლის მრავალი წარმატების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო.


ნანახია: 2265-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იოსებ ოცხელი ქუთაისში მწვანეყვავილას პანთეონშია დაკრძალული. მეორე საჯაროს კოლა კი 1992 წლიდან მის სახელს ატარებს.
5 მოსწავლის მგზავრობა + 1 მოსწავლის საორგანიზაციო შესატანი ქუთაისის მერიამ სრულად დააფინანსა.
აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა 185 წლის გახდა.
topnews.com.ge-მ გადაწყვიტა გარეკვია, რატომ არ აირჩიეს დირექტორი თავის დროზე ან რატომ არ დაინიშნა თავად სამინისტროს მიერ.
სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ჭერის ჩამონგრევს მიზეზი ორპირი ქარი იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკვე ასრულებს

ამინდი