"ჩვენ წყალტუბოში ბადენ-ბადენის ტიპის კურორტს ვაშენებდით, ქართულმა ოცნებამ ეს იდეა მოკლა"

რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში შეჩერებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის წყალტუბოზეც და განაცხადა: “წყალტუბოში მხოლოდ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები მიმდინარეობს, ჩვენ ვაშენებდით ბადენ-ბადენს. ბადენ-ბადენში არის ყველაზე ცნობილი სამკურნალო აბანოები. ამის ზუსტ ასლს ვაშენებდით წყალტუბოში, ოდნავ გათანამედროვებულს. ახლა ჩავიდა მთავრობის თავმჯდომარე წყალტუბოში და თქვა, ვაშენებთო ბადენ-ბადენს. ჩვენ ზუსტად ამას ვაშენებდით, ამათ ეს პროექტი მოკლეს, იმიტომ, რომ ჩვენი დაწყებული იყო”.
ფაქტ-მეტრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
2012 წლის 14 სექტემბერს, წყალტუბოში მიხეილ სააკაშვილმა “წყალტუბოს დიდი რეაბილიტაციის” პროექტის დაწყება დააანონსა.
2013 წლის 2 ოქტომბერს სააკაშვილმა პირველი ოქტომბრის შემდეგ შეჩერებული მშენებლობები ვერტმფრენით დაათვალიერა. მან წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის შეჩერებაზეც ისაუბრა: “დაწყებული გვქონდა პროექტი, რომლის მიხედვითაც წყალტუბოს გასართობი პარკის მშენებლობა ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. უნდა გაკეთებულიყო ახალი აბანოები, უნდა აშენებულიყო დიდი სასტუმრო. მაგრამ, მთავარი პროექტი წყალტუბოსი, რომელიც ითვალისწინებდა მთელი ინფრასტრუქტურის შეცვლას, გაჩერებულია”.
2015 წლის 25 აპრილს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი წყალტუბოში იმყოფებოდნენ, სადაც მათ განახლებული ბალნეოლოგიური კურორტი მოინახულეს. “ჩემი დავალებით საპარტნიორო ფონდმა გააკეთა გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს წყალტუბო. გვსურს, რომ მეტი ინვესტორი შემოვიდეს. უკვე არის დაინტერესება ფრანგული კომპანიიდან” – განაცხადა პრემიერმა.
დასკვნა
წყალტუბოს რეაბილიტაციის ძირითადი ფაზა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 2012 წლის ნოემბერში დაიწყო. დაგეგმილი სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, განახლებული წყალტუბოს პრეზენტაცია (განახლებული ცენტრალური პარკი, რეაბილიტირებული “ცივი ტბის” მიმდებარე ტერიტორია, “ცივ ტბაზე” მოწყობილი თანამედროვე სპორტული კომპლექსი, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რეაბილიტირებული შენობები, აღდგენილი #1 და #6 აბაზანა, ბალნეოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრი და ა.შ.) ამ თვის ბოლოს იგეგმება.
წყალტუბოს გამგებლის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტების განხორციელებაში შეფერხება იყო, თუმცა, მალე მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი გაგრძელდა.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საპარტნიორო ფონდმა წყალტუბოს გრძელვადიანი განვითარების გეგმა შეიმუშავა. ყოფილი პრეზიდენტი წყალტუბოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში პროექტების შეჩერებაზე და დროში გაჭიანურებაზე მიუთითებდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, წყალტუბოში დაგეგმილი პროექტების განხორციელება გარკვეული დროით მართლაც შეჩერებული იყო, თუმცა, მოგვიანებით პროცესი გაგრძელდა.
2012 წლის 5 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხუთი წლის შემდეგ წყალტუბო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი საკურორტო სახელი იქნებოდა.
ამ ეტაპზე ფაქტ-მეტრი ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს და წყალტუბოს შესახებ ინფორმაციას მოვლენების განვითარების კვალდაკვალ მიაწვდის მკითხველს.