სემინარი მათემატიკის სწავლების პრობლემებსა და პრობლემის გადაწყვეტის გზებზე
თარიღი : 7-09-2015, 13:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

2015 წლის 7 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტემპუსის პროექტის (MathGeAr- “საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისათვის მათემატიკის კურიკულუმის მოდერნიზება სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში“ ფარგლებში სემინარი გაიმართა. სემინარი საინჟინრო ფაკულტეტებზე მათემატიკის სწავლების პრობლემებსა და სასწავლო პროგრამებში შესატან ცვლილებათა შეფასება-ანალიზს ეძღვნებოდა. ღონისძიებას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურა, გერმანიის, ფინეთის, საფრანგეთის, სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სემინარის დასაწყისში უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა დავით გეგეჭკორმა ტემპუსის სხვადასხვა პროექტში წერეთლის უნივერსიტეტის ჩართულობასთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა. მან ასევე ისაუბრა ტემპუსის პროექტის -„MathGeAr“-ის მიზნებსა და უნივერსიტეტისათვის ამ პროექტის მნიშვნელობაზე.
აწსუ-ს ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის ირმა გრძელიძის თქმით, ტემპუსის პროექტის „MathGeAr“-ის თანახმად, მათემატიკის კურიკულუმში გარკვეული ცვლილებები შევა.
პროექტი მიზნად სამხრეთ ისახავს კავკასიის უმაღლეს სასწავლებლებში საინჟინრო მიმართულებებზე მათემატიკის სწავლების მოდერნიზებას, ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებისა და სასწავლო პროცესებში თანამედროვე ელექტრონული მეთოდების გამოყენებას. ევროპის უნივერსიტეტებში დანერგილია დამხმარე ელექტრონული კურსი „მათ-ბრიჯი“, რომელიც სალექციო კურსებთან ერთად სტუდენტებს მათემატიკის ღრმა შესწავლის საშუალებას აძლევს. პროექტის ფარგლებში მომზადდება აღნიშნული პროგრამის ქართული ვერსია და დაინერგება პროექტში მონაწილე ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში.
პროექტი საარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია), ტამპერეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ფინეთი), ლიონის კლოდ ბერნარის უნივერსიტეტის (საფრანგეთი), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტების პარტნიორობით ხორციელდება. სემინარი კი 7 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.